კონსპირაციული ბარი
Around the Studio
ვიდეოს, კინოს, პერფორმანსისა და მუსიკის პროგრამა
27 სექტემბერი - 7 ნოემბერი, 2024
გამოფენის გახსნა: პარასკევი, 27 სექტემბერი, 16:00 – 19:00 სთ გამოფენა ღიაა ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით, 14:00-დან 19:00 საათამდე ან/და წინასწარი შეთანხმებით.
ნაქირავები ბინის სივრცეში, რომელიც თბილისელი ახალგაზრდის წარმოსახვითი საცხოვრებელია, Around the Studio კოლექტივი დემონსტრაციების დროს გამოყენებული ჯებირების, წინაღობებისა და სხვა აღჭურვილობით შთაგონებულ ავეჯსა და სხვადასხვა ობიექტს გამოფენს. ეს ნივთები მოგვითხრობენ 2023-2024 წლების მასობრივ საპროტესტო აქციებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ 'უცხოური გავლენის' კანონის მიღებამ გამოიწვია და რომლებიც ძალადობრივად დაარბიეს. ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა ასევე მიიღო ანტი-ლგბტ პროპაგანდის კანონი, რომელიც აწესებს ლგბტ+ თავისუფლებებსა და უფლებებს და რუსეთში მიღებულ მსგავს კანონებს ეხმიანება. გამოფენაზე, რომელიც დემონსტრაციების მონაწილე ახალგაზრდის ბინაა, დამთვალიერებელს შეეძლება ისაუბროს მიმდინარე მოვლენებსა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივიზმის მნიშვნელობაზე.
'კონსპირაციული ბარი' ექვსი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს მრავალფეროვან პროგრამას: ვიდეო (კურატორი: ირინა პოპიაშვილი) და ფილმების ჩვენებებს (კურატორი: სალომე ფოცხვერაშვილი), ახალი მუსიკის პროგრამას (კურატორი: ნინო დავაძე), ექსპერიმენტული თეატრის წარმოდგენას (დავით ხორბალაძე). პროგრამის განრიგი პროექტის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში ცალკე გამოქვეყნდება.
Around the Studio თიკა შელიამ (დ. 1996, თბილისი) და ანო ჯიშკარიანმა (დ. 1996, თბილისი) დააარსეს. ხელოვანები ერთმანეთს VA[A]DS-ში, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში 2014 წელს შეხვდნენ. ისინი სწავლის პერიოდში ხშირად თანამშრომლობდნენ და იზიარებდნენ ერთმანეთის იდეებსა და ხედვებს, მოგვიანებით კი ხელოვნებისა და დიზაინის კოლექტივი Around the Studio შექმნეს. 2022 წელს თბილისის ევანგელურ ბაპტისტურ ეკლესიაში, მშვიდობის ტაძარში, წარმოდგენილი იყო მათი კომუნალური კაფეს პროექტი 'კაფე აირისი'.
გამოფენა ღიაა ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით, 14:00-დან 19:00 საათამდე ან/და წინასწარი შეთანხმებით.
დამატებითი ინფორმაციისა და ფოტოებისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: info@kunsthalletbilisi.com