კუნსტჰალე თბილისი მოხარულია წარმოგიდგინოთ ბასიმ მაგდის ფილმების ჩვენება. კინოს სახლის კინოდარბაზში ნაჩვენები იქნება შემდეგი ფილმები:
1. The Dent, 2014, სუპერ 16 მმ -იანი ფილმი გადატანილი HD ვიდეოზე, 19 წთ. 02 წამი. (აბრააჟის ჯგუფის სახელოვნებო პრიზის დაკვეთა, 2014 წ)
2. 13 Essential Rules for Understanding the World, სუპერ 8 მმ-იანი ფილმი გადატანილი HD ვიდეოზე, 5 წთ. 16 წამი. 2011 წ.
3. New Acid, სუპერ 8 მმ-იანი ფილმი გადატანილი HD ვიდეოზე, 14 წთ. 2019 წ.
ბასიმ მაგდი არის შვეიცარიაში მცხოვრები ეგვიპტელი ხელოვანი. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო ნიუ-იორკის მოდერნ არტის მუზეუმში, პომპიდუს ცენტრში (პარიზი); ათენის ბიენალეზე; ბოფორტის ტრიენალეზე (ბელგია), სამხრეთ ლონდონის გალერეაში; ილინოის სახელმწიფო უნივერსიტეტის გალერეაში; ტურინის კასტელო დი რივოლის მუზეუმსა და მრავალ სხვა მოწინავე მუზეუმებში.
დარბაზში ადგილები შეზღუდულია, ამიტომ დაგვიანებული პირები ჩვენებაზე არ დაიშვებიან.
Facebook event page