კონსპირაციული ბარი მოხარულია წარმოგიდგინოთ სამკვირიანი კინოჩვენებების სერია, რომელიც გაიმართება ყოველ ხუთშაბათ საღამოს. პროგრამა შექმნილია მიმდინარე პოლიტიკური გარემოს საპასუხოდ და მიზნად ისახავს ისეთი თემების კვლევას როგორიცაა რევოლუცია, სამოქალაქო პროტესტი და შიდა კონფლიქტები. შერჩეული ფილმების საშუალებით ჩვენ დავაკვირდებით პროპაგანდისა და დეზინფორმაციის როლს საზოგადოების დესტაბილიზაციასა და პოლიტიკურ კოლაფსში. ყოველი შეხვედრის შემდეგ გაიმართება მოდერირებული დისკუსია.

კინოსერიის პირველი ფილმი არის კრის მარკერის დოკუმენტური ფილმი ‘Grin Without a Cat’. ფრანგული ესსე ფილმი გვიყვება გლობალურ პოლიტიკურ მღელვარებაზე 1960-იან და 70-იან წლებში, კერძოდ ახალი მემარცხენე მოძრაობების აღმავლობაზე საფრანგეთში და სოციალისტური მოძრაობების გაძლიერებაზე ლათინური ამერიკის ქვეყნებში. თავდაპირველად ფილმი გამოვიდა 1977 წელს, თუმცა ცივი ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1993 წელს ის ხელახლა დამუშავდა.

ფილმების კურატორი სალომე ფოცხვერაშვილი

პოსტერის დიზაინი თათა ფოცხვერაშვილი

ჩვენების თარიღი: 3 ოქტომბერი, მისამართი: დიმიტრი ბაქრაძის 13
Facebook event page