თარიღი : 27 / 04 / 2019
MAUDI
უნსტჰალე თბილისი და MAUDI წარმოგიდგენთ შეხვედრას კურატორ ლუკა ლო პინტოსთან. ლუკა ლო პინტო (დაბ. 1981) მოღვაწეობს რომსა და ვენაში. ის ამჟამად არის კუნსტჰალე ვენის კურატორი და გამომცემლობა და ჟურნალ NERO-ს თანადამფუძნებელი. კუნსტჰალე ვენაში მის მიერ მოწყობილ გამოფენებს შორისაა ნატალი დუ პასკიეს, კამილ ჰენროს, პიერ ბისმუტის, ბაბეტ მანგოლდის, შარლემან პალესტინისა და ოლაფ ნიკოლაის პერსონალური გამოფენები. ლუკა ლო პინტოს მრავალი ჯგუფური გამოფენა აქვს მოწყობილი: Publishing as an artistic toolbox: 1989-2017; More than just words; One, No One and One Hundred Thousand; Individual Stories. Collecting as Portrait and Methodology and Function Follows Vision, Vision Follows Reality. ის არის შემდეგი წიგნების ავტორი: Documenta 1955-2012. The endless story of two lovers. ლუკა ლო პინტო არის რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი: Nathalie du Pasquier, Babette Mangolte, Olaf Nicolai, Luigi Ontani, Emilio Prini, Alexandre Singh, Mario Garcia Torres და Mario Diacono. შეხვედრა ხორციელდება გოეთეს ინსტიტუტთან პარტნიორობით.

Facebook event page