ანდრო ერაძე All Hands Bury the Dead
ბასიმ მაგდი New Acid
7 აპრილი – 9 მაისი, 2020
ონლაინ გამოფენის გახსნა: 7 აპრილს, 20:00
www.kunsthalletbilisi.com
კუნსტჰალე თბილისი წარმოგიდგენთ ანდრო ერაძის ახალ ვიდეოს All Hands Bury the Dead. ვიდეო კუნსტჰალე თბილისის დაკვეთით არის შესრულებული. გამოფენის პრემიერა თბილისის არტ ბაზრობის TAF-ის დროს იყოს დაგეგმილი, მაგრამ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, საყოველთაო თვითიზოლაციის პირობებში მრავალი ღონისძიება გადაიდო და შესაბამისად, გამოფენამაც ონლაინ გადაინაცვლა.
ტრადიციულად კუნსტჰალე თბილისი ადგილობრივ და საერთაშორისო ხელოვანებს ერთდროულად გამოფენს ხოლმე. ამჯერადაც ანდრო ერაძის ვიდეოს პარალელურად ნაჩვენები იქნება შვეიცარიაში მცხოვრები ეგვიპტელი ხელოვანის, ბასიმ მაგდის ვიდეო New Acid, რომელიც მან შარშან კუნსტჰალე მიულუზის (საფრანგეთი) დაკვეთით გადაიღო. მისი პრემიერა 2019 წლის ივნისში ბასიმ მაგდის პერსონალურ გამოფენაზე შედგა.
ორივე ვიდეო ბუნების თემას ეხება და ადამიანი არც ერთ მათგანში არ ფიგურირებს, დღეს, კორონა ვირუსის პანდემიის დროს, როცა ამ გამოფენის ნახვა სახლში თვითიზოლაციის პირობებში გვიწევს, ნამუშევრების ავტორების ხედვა ბუნებასა და მასში ადამიანის როლზე უფრო დრამატულ ელფერს იძენს.
როდესაც ფეხის ხმა ნელნელა ჩუმდება, ცეცხლის ნაკვერჩხალი ქრება და საღამოს ნიავი ქარად გადაიქცევა ხეები თავის ენაზე იწყებენ საუბარს. All Hands Bury the Dead პროვოცირებას უკეთებს ადამიანებსა და ბუნებას შორის არსებულ მღელვარე დამოკიდებულებას. ვიდეოს ექსპერიმენტული ხასიათიდან გამომდინარე მაყურებელს საშუალება ეძლევა ნახოს ერთი და იგივე მოტივი განმეორებით, განსხვავებული ფაქტურითა და ჟღერადობით. ის მომსწრე ხდება ბუნების წარმოსახვითი ღამის მონოლოგის, რომელსაც თან სდევს ტყისა და მისი მობინადრეების თითქმის შეუმჩნეველი მოძრაობა და “ხმაური.” ანდრო ერაძის All Hands Bury the Dead აკვირდება ტყეს და მისი დამოუკიდებლად არსებობის იდეას, ადამიანების გარეშე.
მაგდის ფილმში კი ეგზოტიკური ცხოველები ერთმანეთს ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიან და კითხულობენ: ტრადიცია რასიზმის ალტერ ეგოა? ნოსტალგიასა და ნაციონალიზმზე რას ფიქრობ? ნუთუ იმად გადავიქეცით, რაც ყოველთვის ასე გვეჯავრებოდა: ადამიანად? New Acid იუმორთან ერთად მაყურებელში ვუაიერულ სიამოვნებასაც იწვევს. ფილმში რამდენიმე ცხოველს შორის ყოველდღიური შეტყობინებების მიმოცვლას ვადევნებთ თვალყურს. ყველაფერი სატელევიზიო რეალისტურ შოუს წააგავს, სადაც ეჭვისა და ორჭოფობის შედეგად კონფლიქტი და ქიშპობა იწყება. მაგდი საკუთარი სიმბოლოების შესაქმნელად სხვადასხვა ვიზუალურ სახეებს იყენებს; ქიმიურად ზემოქმედებს ფირზე, ჩახლართულ ნარატივს ქმნის და შეიძლება, ნაკლებად დამაჯერებელ, მაგრამ გაცილებით უფრო მიმზიდველ შედეგს გვთავაზობს.
ბასიმ მაგდის ნამუშევრები გამოფენილი იყო შემდეგ მუზეუმებსა და გალერეებში: The Museum of Modern Art, New York; Centre Pompidou, Paris; Athens Biennial; Beaufort Triennial, Belgium; South London Gallery; University Galleries at Illinois State University; MAAT Museum, Lisbon; Gothenburg Biennial; Arnolfini, Bristol; Castello di Rivoli, Turin; MCA Museum of Contemporary Art, Chicago; Castello di Rivoli Museo d'Arte Contemporanea, Turin; New Museum Triennial, New York; MAXXI National Museum of the 21st Century Arts, Rome; Jeu de Paume, Paris; CAPC Museum of Contemporary Art, Bordeaux; Deutsche Bank KunstHalle, Berlin; La Biennale de Montreal; MEDIACITY Seoul Biennial; 13th Istanbul Biennial; Sharjah Biennial 11 and 13; Les Ateliers de Rennes – Biennale dʼart contemporain 2010 and 2018, France and La Triennale: Intense Proximity, Palais de Tokyo, Paris.
ანდრო ერაძე (1993) ცხოვრობს და მოღვაწეობს თბილისში. ის სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში. დამთავრებული აქვს CCA თბილისის არაფორმალური სამაგისტრო პროგრამა. ის მონაწილეობდა სხვადასხვა სახელოვნებო რეზიდენციებში, მათ შორის ზალცბურგის საზაფხულო აკადემიაში (ავსტრია) და იუსტის რეზიდენციაში (გერმანია). ანდრო ერაძის ნამუშვრები გამოქვეყნებულია მრავალ ჟურნალსა და პუბლიკაციაში. მათ შორისაა: ქართული ფოტოგრაფია 1955–2012 (თბილისი) და Lee Makes History (ამსტერდამი). ანდრო ერაძის წიგნი To All Those Untitled Events (2017) 2017 წელს წარდგენილი იყო ვენის ფოტო წიგნების ფესტივალზე.