„პროტოსინემა“„კუნსტჰალე თბილისთან“ ერთად წარმოგიდგენთ ანჯელიკა მესიტის სამგანზომილებიან ვიდეო-ინსტალაციას, Relay League, 2017.
მესიტის ინსტალაცია იყენებს „მორზეს ანბანს“ როგორც კომუნიკაციის დავიწყებულ ფორმას. აღწერს ფრანგი მეზღვაურების მიერ 1997 წლის 31 იანვარს მორზეს ანბანით გაგზავნილ ბოლო შეტყობინებას: „ვუხმობთ ყველას, ეს არის ჩვენი უკანასკნელი ძახილი სამუდამო დუმილამდე.“ ვიდეოში ოთხი მოქმედი პირია: მუსიკოსი- კომპოზიტორი და მოცეკვავეები, რომლებიც საკუთარი ჟესტების ენით აკეთებენ მორზეს ანბანით დაწერილი უკანასკნელი წერილის ინტერპრეტაციას. ათწლეულზე მეტია მესიტის შემოქმედება იკვლევს ურთიერთობების არავერბალურ ფორმებს. „მორზეს ანბანის“ ამ პოეტური გზავნილით შთაგონებული, მესიტი წერტილებსა და ტირეებს მუსიკისა და პერფომანსის საშუალებით თარგმნის, რათა საშუალება მისცეს ამ ენას კიდევ ერთხელ „ამეტყველდეს“. ინსტალაცია წარმოდგენილი იქნება პეტრიაშვილის ქუჩაზე #1-ში, ყოფილი ღვინის ქარხნის სამ დარბაზში.
ანჯელიკა მესიტი დაიბადა 1976 წელს სიდნეიში და ამჟამად ცხოვრობს პარიზში. 58-ე ბიენალეზე 2019 წელს მესიტი ავსტრალიას წარმოადგენს. მისი წარსული გამოფენებიდან აღსანიშნავია: Relay League, Artspace, სიდნეი [ინსტალაცია მთელ მსოფლიოში მოგზაურობს] (2017); Citizens Band, Palais de Tokyo, პარიზი (2016); The Colour of Saying, „ლილითის პერფომანსის სტუდია“, მალმო, შვედეთი (2015); Angelica Mesiti: The Calling, უოლტერ ფილიპსის გალერეა, ბანფის ცენტრი, კანადა (2015); Station to Station, ბარბიკანის გალერეა, ლონდონი (2015); The Immigration Songs: Angelica Mesiti and Malik Nejmi, MAXXI, რომი (2014); You Imagine What You Desire, სიდნეის მე-19 ბიენალე (2014); Mom, am I Barbarian?, სტამბულის ბიენალე, თურქეთი (2013). მესიტის ნამუშევრები დაცულია ისეთ დიდ კოლექციებში, როგორებიცაა: ავსტრალიის ეროვნული გალერეა, კანბერა; ავსტრალიის თანამედროვე ხელოვნების გალერეა, სიდნეი; Kadist Art Foundation, პარიზი, სან- ფრანცისკო; „დოიჩე ბანკი“, ფრანკფურტი; Palais deTokyo, პარიზი; „ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი“, აშშ; კორკორანის ხელოვნების გალერეა, ვაშინგტონი.
მეტი ინფორმაციისთვის: თამარ ჯანაშია tamarjanashia@cumalab.com
მარი სპირიტო: mari@protocinema.org +1917 660 7332 +90541 468 0214
.