მოხელე I

კუნსტჰალე თბილისის მიერ განხორციელებული ანდრო დადიანის პერფორმანსების სერია ‘’მოხელე’’ ჩვენს საზოგადოებაში ხელოვანის როლის გადააზრების მცდელობაა. ტრადიციულად ხელოვანი მაღალი იდეალების მსახურად მოიაზრება. გასულ საუკუნეში ხელოვანები დიდ ხნის განმავლობაში იყვნენ იდეოლოგიის სამსახურში. თანამედროვე მმართველი ძალებიც ხელოვანებს საკუთარი იდეოლოგიური ძალაუფლების განმტკიცებისთვის იყენებენ. პერფორმანსი ‘’მოხელე’’ ცდილობს ამ აღიარებული პერსპექტივის შეცვლას, სადაც ხელოვნების აქტი არც გასართობი სანახაობაა და არც ვიზუალური ტკბობის საგანი. პერფორმერი საკუთარ სამუშაოს რიგით ხელობად აცხადებს და პერფორმანსების სერიაში გეოგრაფიულ, სოციალურ და ეკონომიკურად დაშორებულ სივრცეებს შორის დამაკავშირებელი რგოლად “მოხელის” მედიუმს - რუტინილ საქმიანობას მიმართავს. ამგვარად გამოხატული რეალობით ავტორი ცდილობს შექმნას სოციალური პორტრეტები და პარალელურად ამ კულტურული კრიზისით ნაკარნახევ ახალი სამეტყველო ენასა და სადისკუსიო სივრცეს აყალიბებს.

მოხელე 12. 2020 აფრიკა 2020 წლის 15 დეკემბერს, კორონა ვირუსით გამოწვეული ლოქდაუნის დროს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში, თბილისის მერიამ ყოფილ ნაგავსაყრელზე უკანონოდ აშენებული პატარა თავშესაფრები დაუნგრია მოსახლეობას. პერფორმერი მოქალაქის შრომის იმ ნაწილის გადარჩენას ცდილობს, რაც სახელმწიფოს ძალადობრივ ქმედებას გადაურჩა, ნანგრევებიდან გამოაქვს საღი ბლოკები, წმენდს, ალაგებს და ფუთავს.