Მოხელე 01.2021 წყალტუბო რამდენიმე თვეა, წყალტუბოში, ჰესების კასკადის შენებლობის წინააღმდეგ უწყვეტი აქციები მიმდინარეობს. რეგიონში მთავრობის მიერ ენერგოდამოუკიდებლობის არგუმენტით შემოყვანილი ინვესტორი, უნაშთო მოგების ლოგიკით ყველაფერს აკეთებს. მოსახლეობა კი საკუთარ კარმიდამოს, ეკოსისტემას და ახლომახლო სოფლებს იცავს მეწყერ საშიშ ტერიტორიაზე სარისკო მშენებლობისგან. აქციები სოფელ ჟონეთში სახალხო პროტესტის ახალ სახედ ჩამოყალიბდა, პერფორმერი აქციის მონაწილეებს ღამის თევაში ერთი ღამით ჩაენაცვლა.