მოხელე
03.2021
სოფელი გამარჯვება, დედოფლისწყარო
მეორე მსოფლიო ომში ყველაზე მაღალი გაწვევის პროცენტული მაჩენებელი საქართველოს ჰქონდა, ომში წასული მოსახლეობის 24% პროცენტიდან 300 000 ადამიანი შეეწირა ფაშიზმზე გამარჯვებას, 1946 წელს დედოფლისწყაროს რაიონში სოფელ უზუნდარას „გამარჯვება“ დაარქვეს და შინმოუსვლელების მემორიალი ააგეს, როგორც უამრავ სხვა სოფელში. დღეს მემორიალი ნაგავსაყრელად და ძროხების სადგომადაა ქცეული და ეს მიტოვება, ხელოვანისთვის ჩვენს ირგვლივ დღითი-დღე გაძლიერებული ნეოფაშისტური მოძრაობების სიმბოლოდ აღიქმება.
მემორიალის გაწმენდით პერფორმერი ცდილობს, უახლოესი წინაპრების თავგანწირვისთვის მნიშვნელობის დაბრუნებას და მზარდი ფაშისტური მოძრაობების შესახებ სოციალურ სივრცეში დისკუსიის განახლებას.